მამუკა მდინარაძე:  დიმიტრი შაშკინი გოიმურად პისტოლეტით შეიარაღებული გადაადგილდებოდა

მამუკა მდინარაძე:  დიმიტრი შაშკინი გოიმურად პისტოლეტით შეიარაღებული გადაადგილდებოდა

დიმიტრი შაშკინი დემონსტაციულად და გოიმურად პისტოლეტით შეიარაღებული გადაადგილდებოდა - წარმოუდგენელი გოიმობაა, დიდი კაბურით, წინ გამოსაჩენად პისტოლეტი დაიკიდო და მენტორული მიხვრა-მოხვრით გადაადგილდებოდე, - ამის თაობაზე “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“კახა ოქრიაშვილის შემდეგ ადასტურებს, რომ დიახ, ისიც იარაღით დადის. ეს სასოწარკვეთილების პიკია და გასაგებია, მაგრამ ეს არის მტკიცებულება იმისა, რაზეც ჩვენ გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვლაპარაკობდით“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ

მისივე თქმით, ბოლნისში დიმიტრი შაშკინთან ერთად, აღნიშნულ ქალაქში არარეგისტრირებული, არამცხოვრებელი ადამიანები გადაადგილდებიან.