ბიზნესმენი ჯორჯ კლუნი

ბიზნესმენი ჯორჯ კლუნი

რამდენიმე დღის წინ პოპულარულმა მუსიკალურმა გამოცემამ „Rolling Stone” გაავრცელა ცნობა, რომ ცნობილმა ამერიკელმა კინომსახიობმა ჯორჯ კლუნიმ საკუთარი ბიზნესი წამოიწყო.

გაგიკვირდებათ და ბატონი ჯორჯი ტეკილას წარმოებით დაინტერესდა.

ამ საქმიანობის დაწყებაში კინომსახიობს ახლო მეგობარი, მუსიკოსი კარლოს სანტანა დაეხმარა, რომელიც ამ ბიზნესით ჯერ კიდევ 2011 წელს დაინტერესდა.

სანტანა ჩინებული მეწარმე აღმოჩნდა და მექსიკურმა ტეკილამ მისი საბანკო ანგარიში რამდენიმე მილიონი დოლარით გაამდიდრა.

კარლოსმა ჯორჯ კლუნს შესაბამისი რჩევები მისცა და ახლადგამოცხვარი მეწარმეც დიდი ბიზნესის რთულ  გზას გაუდგა.

ამ წამოწყებაში მისტერ ჯორჯს ახლო წარსულში პოპულარული ამერიკელი მოდელი სინდი კროუფორდის ყოფილი მეუღლე რენდ ჰერბერტი დაეხმარება.

დამწყებ ბიზნესმენებს იმედი აქვთ, რომ უახლოეს ორ წელიწადში „მასწავლებელ“ კარლოს სანტანას ღირსეულ კონკურენციას გაუწევენ და აშშ-ის ბაზარზე წამყვან პოზიციებს დაიკავებენ.