მოურინიო:

მოურინიო: "მინდოდა შესვენებაზე ყველა ფეხბურთელი შემეცვალა"

ლონდონის „ტოტენჰემმა“ ევროპა ლიგის მეორე ტურში მოულოდნელად სტუმრად ბელგიურ „ანტვერპენთან“ წააგო (0:1). ერთადერთი გოლი ლიორ რაფაელოვმა 29-ე წუთზე გაიტანა და ნამატჩევს ჟოზე მოურინიომ ჩვეული განცხადებები გააკეთა.

„მინდოდა შესვენებაზე 11-ვე ფეხბურთელი შემეცვალა. ხუთივე ცვლილება კი იმიტომ არ გამოვიყენე, რომ მეშინოდა ხანგრძლივი 45 წუთის. შესვენების დროს სიტუაციის გამოსწორება ვცადე, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. მეორე ნახევარში უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ საბოლოოდ „ანტვერპენმა“ მიიღო ის, რაც დაიმსახურა. საუკეთესო გუნდმა მოიგო და უარესმა წააგო“, - თქვა მოურინიომ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.

შემდეგ კი პორტუგალიელმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ავტობუსში ზის და დაწერა:

„ცუდი თამაში ცუდ შედეგს იმსახურებს. ვიმედოვნებ, რომ ამ ავტობუსში ყველა ჩემსავით ნაწყენია. ვარჯიში დღეს დილის 11 საათზე გვექნება“.

ლონდონის „ტოტენჰემს“ ჟ ჯგუფში ორი ტურის თავზე 3 ქულა აქვს და მესამე ტურში 5 ნოემბერს, აუტსაიდერ რაზგრადის „ლუდოგორეცს“ სტუმრად დაუპირისპირდება.