ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელს დიეგო მარადონას 60 წელი შეუსრულდა. იუბილეს ის თვითიზოლაციაში ხდება, რადგანაც ერთ-ერთ მის მცველს კორონავირუსის სიმპტრომები გამოუვლინდა.
მარადონა 1960 წლის 30 ოქტომბერს დაიბადა. ფეხბურთის თამაში მან ადრეულ ასაკში დაიწყო და 1976 წელს პირველი პროფესიული კონტრაქტი „არგენტინოს ჯუნიორსთან“ გააფორმა. 1981 წელს კი ის „ბოკა ხუნიორსმა“ 1 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა.
1982 წელს კი „ბარსელონამ“ არგენტინელში 5 მილიონი გირვანქა სტერლინგაი გადაიხადა. მარადონა ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ორჯერ დაამყარა მსოფლიო სატრანსფერო რეკორდი. მან მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ გათამაშებაში. 1986 წელს მისი ნაკრები ჩემპიონი გახდა. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მარადონამ 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა.