ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში, შინ „ბარსელონასთან“ მარცხის შემდეგ, „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. ვხვდებოდით გუნდს, რომელმაც ფეხბურთის თამაში იცის და განვითარებაში გვისწრებს. მათ გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავთ, ჩვენ კი ისეთები გვყვავდა, რომლებიც მხოლოდ მეორე მატჩს ატარებენ ჩემპიონთა ლიგაში.
ვფიქრობ, ეს მატჩი დიდად დაგვეხმარება გაზრდაში. იმედია, წამყვანი მოთამაშეებიც მალე დაგვიბრუნდებიან. ძნელია ერთი და იმავე შემადგენლობით რამდენიმე მატჩის ჩატარება.“ - ციტირებს პირლოს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.