ნოემბრიდან გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის არც ერთ შეხვედრაში მაყურებელს აღარ დაუშვებენ. ზაფხულის ბოლოს კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების შემცირებული რაოდენობის გამო, ქვეყნის კანცლერმა ბუნდესლიგის ხელმძღვანელებს უფლება მისცა თამაშებზე 1000 ადამიანი დაეშვათ, ორი კვირის წინ ეს რიცხვი 500-მდე შემცირდა.
ანალოგიური გადაწყვეტილება გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, იტალიისა და შვეიცარიის საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელებმაც მიიღეს.