დღეს, უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ერთ შეხვედრას ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
ლუგანსკის „ზორიასა“ და პორტუგალიის „ბრაგას“ მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, მას ზაზა ფიფია და ლევან ვარამიშვილი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციას კი გიორგი ვადაჭკორია შეასრულებს.
ყრუაშვილი 2019 წელს ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა და მეორე კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა. ის საქართველოს ისტორიაში მეორე მსაჯია ლევან ფანიაშვილის შემდეგ, რომელმაც ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში აღნიშნულ დონეს მიაღწია.