შვეიცარიის ელჩი:  ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო კამპანიის ყველა მონაწილე ძალადობისგან თავს შეიკავებს და არჩევნებზე სამართლიანი კონკურენცია იქნება

შვეიცარიის ელჩი:  ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო კამპანიის ყველა მონაწილე ძალადობისგან თავს შეიკავებს და არჩევნებზე სამართლიანი კონკურენცია იქნება

საქართველოში შვეიცარიის ელჩის პატრიკ ფრანცენის განცხადებით, არჩევნების დღეს სხვა საელჩოებთან ერთად, შვეიცარიის საელჩოს პატარა ჯგუფები წარდგენილი ეყოლება სხვადასხვა საარჩევნო უბანზე და ამგვარად დააკვირდება არჩევნებს. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო კამპანიის მონაწილეები თავს შეიკავებენ ძალადობისგან და არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩაივლის.

„საქართველოში არჩევნების დღე ახლოვდება და ჩვენ ველით, რომ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო კამპანიის ყველა მონაწილე თავს შეიკავებს ძალადობისგან და არჩევნებზე იქნება სამართლიანი კონკურენცია ყველა პარტიას შორის. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებ, რომ ვიხილავთ შედარებით მაღალ აქტივობას და ამომრჩევლები შეძლებენ თავისი აზრის დაფიქსირებას და შესაძლებლობა ექნებათ გადაწყვიტონ თუ ვინ იქნება ქვეყნის მომავალი ხელისუფლება. შვეიცარია საარჩევნო პროცესს აქტიურად დააკვირდება, მათ შორის არჩევნების დღეს. სხვა საელჩოებთან ერთად ჩვენ გვეყოლება პატარა ჯგუფები წარმოდგენილი სხვადასხვა საარჩევნო უბანზე და ამგვარად დავაკვირდებით არჩევნებს“, -განაცხადა ელჩმა.