"მოხარული ვარ, რომ ძალადობრივი ინციდენტები შემცირდა, მაგრამ მივიღეთ ბევრი ცნობა საარჩევნო გარემოს სხვადასხვა ასპექტზე, რომელიც ზოგჯერ რთული შესაფასებელია"

მოხარული ვარ, რომ ძალადობრივი ინციდენტები, როგორც ჩანს, შემცირდა მოცემული მომენტისთვის, თუმცა ჩვენ მივიღეთ ბევრი ცნობა საარჩევნო გარემოს სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა საარჩევნო გარემოს შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, გერმანიის საელჩო საქართველოში არსებულ სხვა საელჩოებთან ერთად აქტიურად აკვირდება გარემოს, რომელშიც საარჩევნო პროცესები მომდინარეობს.

„ყველა საელჩო საქართველოში, ისევე როგორც გერმანიის საელჩო, აქტიურად აკვირდება გარემოს, რომელშიც არჩევნები უნდა ჩატარდეს. მოხარული ვარ, რომ ძალადობრივი ინციდენტები, როგორც ჩანს, შემცირდა მოცემული მომენტისთვის, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ბევრი ცნობა საარჩევნო გარემოს სხვადასხვა ასპექტზე, რომელიც შევაგროვეთ და რომლებიც ზოგჯერ რთული შესაფასებელია. ჩვენ ჩვენს შეფასებას არჩევნების შემდეგ გავაკეთებთ ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.