კახა კუჭავა: ყველა კვლევით ძალიან კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში ძალიან დამაჯერებლად იმარჯვებს

კახა კუჭავა: ყველა კვლევით ძალიან კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში ძალიან დამაჯერებლად იმარჯვებს

ყველა კვლევით საბოლოოდ ძალიან კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან დამაჯერებლად იმარჯვებს , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ბრიფინგზე განაცხადა.

„55 პროცენტი პესიმისტური შეფასებაა, ჩვენ გაცილებით მეტს ავიღებთ. დღეს არსებული რეალობიდან დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის რა შედეგიც დადგება და არ შეიცვლება“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

Survation-ის კვლევის შედეგების მიხედვით, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ 55% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 22%.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.