მსოფლიოს საჩოგბურთო რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი ორი პოზიციით დაქვეითდა. 28 წლის ქართველმა სპორტსმენმა ვენის ტურნირზე პირველივე შეხვედრაში დამარცხების შემდეგ 1 395 ქულით 34-ედან 36-ე ადგილზე გადაინაცვლა.
პანდემიის შემდეგ განახლებულ სეზონში ბასილაშვილი ძალიან სუსტად გამოიყურება და ზედიზედ 9 შეხვედრა ისე წააგო, რომ ერთი სეტიც არ მოუგია.
ATP-ის რეიტინგის საწყის ათეულში განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა: „როლან გაროსის“ ფინალში დამარცხების მიუხედავად ნოვაკ ჯოკოვიჩს პირველი ადგილი არ დაუთმია და კვლავაც ლიდერია.