ნოემბრის ბაშოს დაწყების წინ, იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა და გაირკვა მომავალი თვის სუპერტურნირზე ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირა იქნება.
მისი რეგრესი სექტემბრის ბაშოზე ნაჩვენებმა უარყოფითმა შედეგებმა გამოიწვია - ეს ტურნირი 33 წლის ქართველმა სუმოისტმა 6 მოგებითა და 9 წაგებით დაასრულა.
კიდევ ერთი ქართველი თეიმურაზ ჯუღელი, იგივე გაგამარუ მეხუთე დივიზიონში დაქვეითდა და 46-ე ნომერი იქნება. ნოემბრის ბაშო ტოკიოში 8-დან 22 ნოემბრამდე ჩატარდება.