რონალდინიოს კორონავირუსი დაუდასტურდა

რონალდინიოს კორონავირუსი დაუდასტურდა

ვეტერან ბრაზილიელ ფეხბურთელ რონალდინიოს კორონავირუსი შეეყარა. ამის შესახებ სამხრეთამერიკელმა სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ ვირუსი უსიმპტომოდ აქვს.

"კარგად ვარ, ასიმპტომური ვარ, მაგრამ ამ დროისთვის შეხვედრები უნდა გადავდოთ. მალე ერთად ვიქნებით", - დაწერა "დინიომ".

რონალდინიო ამჟამად სამშობლოში, ბელუ ორიზენტეში იმყოფება, სადაც გამოჯანმრთელებამდე იზოლაციაში მოუწევს ყოფნა.