გია ცეცაძემ საფეხბურთო კლუბ „ლვოვის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. მან ამის შესახებ განცხადება უკრაინის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „დნიპრო 1“-თან წაგებული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
გუნდში მუშაობის 4-თვიან პერიოდში ქართველმა მწვრთნელმა „ლვოვს“ ერთი შეხვედრაც ვერ მოაგებინა. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 12 თამაშიდან ლვოველებმა სამი ფრედ დაასრულეს და ცხრაში დამარცხდნენ.