კახა კალაძის თქმით, არსებული ეპიდვითარების ფონზე ხალხმრავალი შეკრებების ჩატარება პარტიების უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს

კახა კალაძის თქმით, არსებული ეპიდვითარების ფონზე ხალხმრავალი შეკრებების ჩატარება პარტიების უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს

თბილისის მერის განცხადებით, არსებული ეპიდვითარების ფონზე, ხალხმრავალი პოლიტიკური შეკრებები, პარტიების უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ეს გრძნობა არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდათ და არც ახლა აქვთ.

„ეს აჩვენებს ერთ მარტივ რამეს - უპასუხისმგებლობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ მოსახლეობის წინაშე და აქვთ უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე. არსებობენ პარტიები, რომლებსაც არავითარი პასუხისმგებლობა არ გააჩნდათ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და დღეს არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ, როდესაც ოპოზიციაში არიან“, - განაცხადა თბილისის მერმა.