ეზელდინ ბაჰადერი მსოფლიოს უხუცესი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას First Post-ი, გინესის მსოფლიო რეკორდებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ 74 წლის ბაჰადერმა რეკორდის მოხნისთვის მცდელობა 2020 წლის დასაწყისში დაიწყო, თუმცა მსოფლიოში მიმდინარე კორონავირუსული პანდემიის ფონზე ეს პროცესი გადაიდო.
ეგვიპტის მე-3 ლიგაში მოასპარაზე ბაჰადერმა, 7 მარტს სადებიუტო მატჩში, გოლის გატანა მოახერხა, რაც შეეხება უხუცესი ფეხბურთელის ტიტულის მოპოვებას, აღნიშნული მან 6 ოქტომბერს, El Ayat Sports-ის წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში მოახერხა.