„ბარსელონას“ ფეხბურთელმა ჟერარ პიკემ, „რეალთან“ მატჩამდე ერთი დღით ადრე, კლუბის ხელმძღვანელები ღიად გააკრიტიკა.
როგორც Barca Blaugranes-ი იუწყება, 33 წლის მცველმა აღშფოთება ვერ დამალა პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბართომეუს საქციელით, რომელმაც ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ლიონელ მესის თავში აზრად გუნდიდან წასვლა მოსვლოდა.
პიკემ აღიარა, რომ იმ პერიოდში არგენტინელისთვის არ დაურეკავს და მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ ერთი წელიც დარჩენილიყო და მერე ხელმძღვანელობა შეიცვლებოდა.
ვეტერანი ფეხბურთელი ასევე უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ კლუბის ლეგენდები კარლეს პუიოლი და პეპ გვარდიოლა „ბარსაში“ არ მუშაობენ, ხოლო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ერნესტო ვალვერდეს განთავისუფლებას დღემდე შეცდომად თვლის.