თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“, ბელგრადში, სერბეთის „ცრვენა ზვეზდასთან“ ევროლიგის მე-5 ტურის მატჩში ოვერტაიმში 84:86 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი მოსკოვური კლუბის სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მას არც მატჩი ჩაუმთავრებია, რადგან ოვერტაიმში, თამაშის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, მე-5 პერსონალური შენიშვნა მიიღო.
შენგელიამ მოედანზე გატარებულ 21 წუთში, 8 ქულა ჩააგდო. ქართველის ანგარიშზე 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრაა.
მან ორჯერ დაკარგა ბურთი და მის წინააღმდეგ 6-ჯერ დაჯარიმდნენ. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 11, ცსკა-შიც კი მხოლოდ მეოთხე იყო.
ცსკა-მ ხუთი მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო და 3 დათმო.
29 ოქტომბერს თორნიკე შენგელიას გუნდი ესპანურ ვალენსიას უმასპინძლებს.