ჯო ბაიდენი: კენჭს, როგორც ამაყი „დემოკრატი“ ვიყრი, თუმცა თუ ამირჩევენ, ამერიკელების პრეზიდენტი ვიქნები

ჯო ბაიდენი: კენჭს, როგორც ამაყი „დემოკრატი“ ვიყრი, თუმცა თუ ამირჩევენ, ამერიკელების პრეზიდენტი ვიქნები

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკას „რესპუბლიკელებისა“ და „დემოკრატების“ შტატებად არ ჰყოფს.

„კენჭს, როგორც ამაყი „დემოკრატი“ ვიყრი, თუმცა თუ ამირჩევენ, ამერიკელების პრეზიდენტი ვიქნები. მე ვერ ვხედავ წითელ და ლურჯ შტატებს. რასაც ვხედავ, ეს ამერიკის შეერთებული შტატებია“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო გტელედებატების დროს.

აშშ-ში საყოველთაო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. საყოველთაო არჩევნების ფარგლებში ამერიკელები ქვეყნის პრეზიდენტს, წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს, სენატორების 1/3-სა და 13 გუბერნატორს აირჩევენ.