„მანჩესტერ იუნაიტედმა“ 2019/2020 წლების ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა.
როგორც BBC იუწყება, კლუბის ვალი 474 მილიონი ფუნტია, რაც შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით 133 პროცენტით მეტია.
„იუნაიტედის“ შემოსავალი კი 19 პროცენტით შემცირდა და ის 509 მილიონ ფუნტს შეადგენს.
რაც შეეხება ზარალს, გასული წლის განმავლობაში კლუბმა 18.9 მილიონი ფუნტი დაკარგა, მაშინ როდესაც შარშანდელ სეზონში „მანიუ“ მოგებაზე იყო გასული და $18-მილიონიანი შემოსავალი ჰქონდა.
ისევე როგორც სხვა გუნდების შემთხვევაში, „მანჩესტერის“ ფინანსური მდგომარეობის გაუარესება კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება.