„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მთავარ მწვრთნელად ტაირონ ლიუ დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას Loop-ი ავრცელებს.
43 წლის სპეციალისტი გასულ სეზონში კალიფორნიულ კლუბში მთავარი მწვრთნელის დოკ რივერსის ასისტენტი იყო, იქამდე კი „კლივლენდში“ მუშაობდა და 2016 წელს, „კავალიერსი“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გამარჯვებული სწორედ ლიუს ხელმძღვანელობით გახდა.
„კლიპერსიდან“ წასული რივერსი „ფილადელფიაში“ მივიდა. ლიუ კი მომდევნო სეზონში შეეცდება ლოს-ანჯელესის გუნდი პირველად ბოლო 51 წლის განმავლობაში, დასავლეთ კონფერენციის ფინალში გაიყვანოს.