ფრანშიზა „ფორსაჟი“ მეთერთმეტე ფილმის გამოსვლის შემდეგ დასრულდება. ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბოლო ორ სურათზე ჯასტინ ლი იმუშავებს, რომელმაც სერიის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეცხრე ფილმები გადაიღო. ამასთან, ძირითადი სიუჟეტური ხაზის დახურვა „ფორსაჟის“ სამყაროს დასასრულს არ ნიშნავს. დომინიკი ტორეტოს (ვინ დიზელი) ისტორიის დასრულების შემდეგ სტუდია Universal-ი სამყაროს სხვა პერსონაჟებზე აპირებს აქცენტის გადატანას.
ამ ეტაპზე „ფორსაჟის“ 9 ნაწილია გადაღებული, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო მეცხრე ფილმის პრემიერა, რომელიც ნაწილობრივ საქართველოშია გადაღებული, 2021 წლის აპრილისთვის გადაიდო.