ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშება დაიწყო, რომელშიც გიორგი შერმადინის „ტენერიფე იბეროსტარი“ ასპარეზობს.
პირველ ტურში ტენერიფელებმა დანიის „ბაკენ ბიარს“ უმასპინძლეს და 98:73 გაიმარჯვეს.
ამ გამარჯვებაში ქართველმა ცენტრმა დიდი როლი შეასრულა.
გიორგი შერმადინმა 21 წუთში 26 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა.
შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა 34 შეადგინა, ქართველმა ცენტრმა თამაშიდან განხორციელებული პირველი 9 სროლა ჩააგდო, საბოლოოდ კი 13-დან 10 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო მიითვალა და სოლიდური შედეგი დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი კალათბურთელი ტურის საუკეთესო მოთამაშის პრიზის კანდიდატია.
ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში 16 მატჩი ჩატარდება, რადგან ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების მონაწილე 8 ჯგუფში გადანაწილებული 32 გუნდია.
„ბაკენ ბიარსთან“ ერთად „ტენერიფესთან“ ერთად ჯგუფში თურქეთის „გალათასარაი“ და იტალიის „დინამო სასარიაა“.
გათამაშების ფორმატის მიხედვით, თითო ჯგუფიდან პლეი-ოფში 2-2 საუკეთესო გადის.
„ტენერიფეს“ მომდევნო მეტოქე „სასარი“ იქნება, რომელსაც შერმადინის გუნდი 4 ნოემბერს იტალიაში დაუპირისპირდება.