„ინდიანა პეისერსს“, სადაც გოგა ბითაძე გამოდის, ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.
ამ თანამდებობაზე 45 წლის ნეიტ ბიორკგრენი დაინიშნა, რომელსაც აქამდე NBA-ში მხოლოდ ასისტენტად უმუშავია.
ბიორკგრენი 2018/2019 წლების სეზონში „ტორონტოს“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო და „რეპტორსი“ მაშინ ჩემპიონი გახდა, იქამდე კი ანალოგიურ პოსტზე „ფინიქს სანსში“ მუშაობდა.
გასულ სეზონში „პეისერსს“ ნეით მაკმილანი ამზადება, რომელმაც გუნდი პლეი-ოფში გაიყვანა, თუმცა პირველივე რაუნდში „ინდიანა“, „მაიამისთან“ 0:4 დამარცხდა.