„ავთენტური რუკის აღმოჩენა ადასტურებს, რომ ჩვენ გვაქვს მყარი პოზიციები და ვერც ერთი მთავრობა ამის შემდეგ დავით გარეჯს ვეღარ დათმობს“

„ავთენტური რუკის აღმოჩენა ადასტურებს, რომ ჩვენ გვაქვს მყარი პოზიციები და ვერც ერთი მთავრობა ამის შემდეგ დავით გარეჯს ვეღარ დათმობს“

საქართველოში ყველა რუკა უცნაურად ქრებოდა, სწორედ ამით ახსნა უნიკალური რუკის მომპოვებელმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა ის ფაქტი, რომ მის მიერ მოძიებული რუკის 12 ეგზემპლარი ყველა უწყებას გაუგზავნა.

რას შემატებს ქართულ მხარეს, რომ 1938 წლის რუკის დედანი ჩვენს ხელშია? რამდენად გამოსადეგია ეს ავთენტური რუკა, რომელშიც დიდი განსხვავებები ფიქსირდება? და, რადგან არსებობს ეს რუკა, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ დავით გარეჯის საკითხი საჩვენოდ გადაწყდება და მისი დაბრუნება დროის ამბავია?

საქართველოს პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს განცხადებით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დავით გარეჯის საქმე ახალ ეტაპზე გადავიდა. მოძიებულია ძალიან მნიშვნელოვანი მასალები და იმედია, დავით გარეჯის ორი მონასტერი - ჩიჩხიტური და უდაბნო საქართველოს საზღვრებში მოექცევა საბოლოოდ, როგორც ეს იყო ისტორიულად.

დავით გარეჯის ავთენტური რუკის არსებობას ეხმაურება დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. ის ამბობს, რომ სასიხარულოა, გვაქვს ყველანაირი ავთენტობით აღჭურვილი რუკა, რომელიც შეიძლება კომისიამ გამოიყენოს. 2015 წელს გამოჩნდა ამ რუკის ასლი, მაგრამ ეს არ იყო ავთენტური, მას არ ჰქონდა შესაბამისი ბეჭედი.

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საერთოდ არანაირი დოკუმენტი რომ არ ყოფილიყო, არ უნდა დაეთმო მაშინდელ ხელისუფლებას პოზიცია და უნდა ეძებნა ის, რისი მოძებნაც მოხერხდა. ამ დროს კი რატომღაც დავით გარეჯთან პირდაპირ ქედზე გამოატარეს საზღვარი, მაშინ, როდესაც ქედის ქვევით, დაახლოებით 500 მეტრში უნდა გამოეტარებინათ.

ისტორიკოსი ლადო მირიანაშვილი აცხადებს, რომ 1938 წლის 200 000-იან რუკაზე უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები დამაჯერებლად არის არა მხოლოდ საქართველოს საზღვრის მხარეს, არამედ მის სიღრმეში, 300 მეტრით მაინც. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რა შეცდომები შეიძლება ყოფილიყო 200 000-იან რუკაზე, მაინც სჯობდა, კარტოგრაფებს ეს რუკაც გამოეყენებინათ.

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე იმედიანადაა განწყობილი და ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ დავით გარეჯის დაბრუნება დროის ამბავია. ანალიტიკოსს აქვს პოზიტიური განცდა იქიდან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საკმაოდ კეთილმოწყობილად და მეგობრულად ისაუბრა ამ თემასთან დაკავშირებით.

„ასეთ საკითხებში სიტყვა „მეგობრობა“ პრიმიტიულია, მაგრამ ჩვენ, ანუ ორი სახელმწიფო ერთმანეთს განვიხილავთ სტრატეგიულ პარტნიორებად და მეგობარ სახელმწიფოებად. როცა დავით ზალკალიანმა დააყენა დავით გარეჯის საკითხი და მის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა, აზერბაიჯანის მინისტრმა ასეთი პასუხი გასცა, პრესას უპასუხა და საზოგადოებას მიმართა, რომ აზერბაიჯან-საქართველოს შორის არ არსებობს საკითხი, რომელიც შეიძლება დადგეს დღის წესრიგში და არ გადაწყდეს. ასევე, მისი თხოვნა იყო და მოუწოდა აქტივისტებს, არასამთავრობოებს, კომისიისთვის მიეცათ მშვიდად მუშაობის საშუალება. ცხადია, ნებისმიერი საპროტესტო აქცია მეორე სახელმწიფოს მხრიდან განიხილება, როგორც ზეწოლა. აზერბაიჯანმა ეს შეიძლება ჩათვალოს საქართველოს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ აქციად, რათა ზეწოლა მოახდინონ მეზობელ ქვეყანაზე, ანუ აზერბაიჯანზე. ამიტომ არ არის მიზანშეწონილი, გაიმართოს „ქართული მარშის“ აქცია, ეს ხელისშემშლელია იმ ფონზე, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით გარეჯის თემაზე გვეუბნება, რომ ჩვენს შორის ყველა საკითხი გადაწყვეტადია, მოდით, ვადროვოთ კომისიებს მშვიდად მუშაობა, ნუ ჩავატარებთ ამ აქციებს“, - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ჩვენ უნდა მივცეთ ახლა კომისიას მაქსიმუმ ერთი წელი, მაგრამ მინიმუმ თვეები, 4-5 თვე მაინც, რომ დაჯდეს, გაავლოს ხაზი და დამთავრდება ყველაფერი.

„ამ საკითხზე მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვა უწყებები, მთელ უწყებებთანაა ეს შესათანხმებელი და გასავლელი, შემდეგ პარლამენტში უნდა განიხილონ, ანალოგიურად უნდა მოხდეს აზერბაიჯანის მხარესაც. ჩვენს მიერ წარდგენილი მასალები აზერბაიჯანელებმა უნდა წაიღონ თავისთან, შეისწავლონ მეცნიერულ წრეებში, 100%-ითაც რომ იყვნენ აზერბაიჯანის კომისიის წევრები დარწმუნებულნი, რომ ეს რუკა ავთენტურია და დარწმუნდნენ, რომ საზღვარი გადის ჩვენს სასარგებლოდ, მაინც უნდა შეისწავლონ ეს რუკა, სხვა მასალებიც უნდა შეისწავლონ, გაიარონ თავის ქვეყანაში ყველა შეთანხმება, იქ უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს ყველაფერი კომისიებმა გააფორმონ. ამის შემდეგ ხდება საზღვრის გაფორმება შესაბამისად, ანუ საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ახლა ვკითხულობ კომენტარებს, რა უნდა ამ საკითხის გადაწყვეტას, აგერ, რუკაა და დაუსვან წერტილიო. თუ არ გაქვს ასეთი საქმიანობის და სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება, მაშინ სხვას დაუჯერე. მიუხედავად იმისა, არჩევნებს ვინ მოიგებს, ვინ მოვა ხელისუფლებაში, კომისიამ უნდა გააგრძელოს მუშაობა და ეს პერიოდი მშვიდად შევინარჩუნოთ“, - აღნიშნავს ამირან სალუქვაძე.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ ავთენტური რუკის აღმოჩენა უკეთესობას ნიშნავს, თუმცა არა იმას, რომ გარანტირებული გვაქვს, ეს ტერიტორიები, როგორც ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს, ისე იქნას აღდგენილი საქართველოს ეროვნულ ინტერესებში. უბრალოდ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს მყარი პოზიციები. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ვერც ერთი მთავრობა ამის მერე დავით გარეჯს ვეღარ დათმობს, ეს წარმოუდგენელია, უკვე ისეთ რეგისტრშია ეს საქმე აყვანილი. ხალხმა უკვე იცის, რომ შევარდნაძე-ალიევის შეთანხმებიდან გამომდინარე, იურიდიული საფუძველია 1938 წლის 200 000-იანი მასშტაბის რუკა, რომელზეც საქართველოს ტერიტორიაა დატანილი.

„ან კიდევ, რას ნიშნავს დაუმოწმებელი რუკა? ეს კიდევ ერთი შემოგდებული საკითხია, საბჭოთა დროს ყველა ლეგიტიმურ რუკას ჰქონდა თავისი იდენტობის დამადასტურებელი დამღა, რაც ნიშნავდა, რომ ის დაბეჭდილია საბჭოთა კავშირის კარტოგრაფიის სამმართველოს მიერ, რომელიც იყო იმდროინდელი ენკავედე-ს სტრუქტურული ერთეული. ეს მაშინ ამიერკავკასიაში მხოლოდ თბილისში არსებობდა და თბილისში იბეჭდებოდა. ამის იდენტობის დამადასტურებელი ნიშანი არის რუკაზე და წერია კიდეც, დაბეჭდილია ამა და ამ სტამბაში, ამა და ამ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანებით. ეს უკვე ლეგიტიმურია. ავთენტური თუ არის ეს რუკა, მას მრავალი ასლი აქვს და ყველა ასლი ერთნაირი ძალის მქონეა“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

კონფლიქტოლოგ ზურაბ ბენდიანაშვილს აინტერესებს, ანდრია ჯაღმაიძე და მამა კირიონი არიან ის უფლებამოსილი პირები, რომ ავთენტურ რუკებზე იმსჯელონ? ეს უნდა თქვას სპეციალისტმა, მოგვცეს ამის შესახებ საექსპერტო დასკვნა და ეს დასკვნა მიღებულ იქნას განსახილველად. მანამდე კი შეიძლება ვიფიქროთ, რომ წმინდა პატრიოტული აღტკინების ამბავია, რომ ადამიანები წინასაარჩევნოდ დაიჭირეს ციხეში ღალატის ბრალდებით.

 

Aburjga Tasmanieli კარგი ვთქვათ მავანმა წინდახეულებმა 2007 წლის აპრილში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღეს ამოიღეს 307 მუხლი, მაგრამ ტრადიციული "ძელზე გასმა" ხომ არ ამოუღიათ?!
1 თვის უკან
Katana "ისტორიკოსი ლადო მირიანაშვილი აცხადებს, რომ... მიუხედავად იმისა, რა შეცდომები შეიძლება ყოფილიყო 200 000-იან რუკაზე, მაინც სჯობდა, კარტოგრაფებს ეს რუკაც გამოეყენებინათ."
?
და როდის, ვისთან თქვა, რომ არ გამოუყენებიათო? ვახო სანაიასთან ინტერვიუში (მას ჩაყვანილი ჰყავდა დავით გარეჯში და იქ ესაუბრებოდა), პირიქით თქვა: რომ ეს 200 000-იანი რუკაც ჰქონდათ კომისიაშიო!.. მე კონსულტანტად ვიყავი მიწვეული იმ კომისიაში და ეს რუკაც ჰქონდათო!... ასე რომ, ეს რუკა რამე სიახლეს არ წარმოადგენსო...

რა გამოდის: მირიანაშვილი, სხვადასხვა ჟურნალისტს, იმის მიხედვით, რისი მოსმენა სურს, სხვადასხვა განმარტებას აძლევს?
1 თვის უკან
არაგველი641 Aburjga Tasmanieli, მართალი ბრძანდებით, ჩვენი ისტორიული საკუთრების ირგვლივ წარმოქმნილი დანაშაული უნდა დაისაჯოს ისტორიული სასჯელით: "სარზე გასმა". ამ სასჯელს ალბათ იმსახურებს მთავარი ნაცბოზბანდელი.
1 თვის უკან
Maverick ჩოპრა, დარჩა კი საქართველოში ხე, რომლისგანაც სარის გამოჭრაა შესაძლებელი?!

ახლა მივხვდი რატომ მიყიდეს ნაცბოზბანდის თავკაცქალებმა ჩინეთს ტყეები ბარაქიან მიწიანად!
ხვდებოდნენ, რომ ხე და ტყე თავის მიწიანად არ უნდა დაეტოვებინათ საქართველოში, რათა მომავალში მათ ძელზე გასასმელად არაფერი არ გაზრდილიყო1...
1 თვის უკან
Maverick მანანა, შვილო კონფლიდდდქტოლოგი ზურაბ ბენდიანაშვილი არსად დაგეკარგოს!
1 თვის უკან
გრიგორი Katana! სად ხედავთ წინააღმდეგობას მირიანაშვილის სიტყვებში ?! რუკის ჰქონა მის გამოყენებას ნიშნავს? მელაშვილი და ილიჩოვაც აღიარებენ, რომ ჰქონდათ ეგ რუკა, მაგრამ არ გვაწყობდა და არ გამოვიყენეთო ! სულ სხვა საკითხია , ვის არ აწყობდა და რატომ არ გამოიყენეს.
1 თვის უკან
Katana . გრიგორი, რუკის ქონა რომ აპრიორი მის გამოყენებას არ ნიშნავს, მაგდენი ვიცი და იმიტომ ვეკითხები ავტორს - სად, ვისთან თქვა-მეთქი მირიანაშვილმა, რომ არ გამოუყენებიათო?
მე დავასახელე კონკრეტული გადაცემა: ვიდეო, სადაც ვახო სანაია ინტერვიუს იღებს ამ მეცნიერისაგან გარეჯში. (სამწუხაროდ, ვეღარ მივაგენი ამ გადაცემას ინტერნეტის ოკეანეში). სანაია უსვამს ამ ტიპის კითხვებს:
- როგორ ფიქრობთ, იმ კომისიას არ ექნებოდა 200 000-ანი რუკა და არ ისარგებლებდნენ?
- როგორ არ ექნებოდა!.. მე კონსულტანტად ვიყავი მიწვეული იმ კომისიაში და როგორც ვიცი, ჰქონდათ...კი, ჰქონდათ. როგორ არ გამოიყენებდნენ!..
- თქვენი აზრით, ეს აჟიოტაჟი, ხელისუფლების მხრიდან, ხომ არ არის დაკავშირებული საარჩევნო პერიოდთან?
- არის, ალბათ... აბა, ეს ყველაფერი ახლამდეც ცნობილი იყო ყველასთვის!..
აი, დაახლოებით ასეთი საუბარი შედგა იქ, ეზოში... დაახლოებით, იმიტომ, რომ ციტირების საშუალება არა მაქვს; ვეყრდნობი საკუთარ მეხსიერებას და მკვეთრად უარყოფით ემოციას, რაც ამ გადაცემის მერე გამიჩნდა მირიანაშვილის მიმართ.
იმიტომ ვისურვე დასახელება ზუსტი წყაროსი, სად გამოთქვამს იგი საწინააღმდეგო მოსაზრებას!
არ გეჩვენებათ, რომ ლოგიკურია ჩემი სურვილი?
1 თვის უკან