წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თბილისის „დინამოს“ მეტოქეები გაირკვა. B ჯგუფში ჩვენი ქვეყნის საუკეთესო გუნდი მონტენეგროს „იადრანთან“, გერმანიის „ვასპოსთან“, ესპანეთის „ბარსელონეტასთან“ და უნგრეთის „ფერენცვაროშთან“ ითამაშებს.
კიდევ ერთი გუნდი ჯგუფს საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ დაემატება. „ფერენცვაროში“ ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია, „ბარსელონეტამ“ კი ჩემპიონთა ლიგა 6 წლის წინ მოიგო. მომდევნო ეტაპზე ჯგუფის ექვსი წევრიდან ოთხი საუკეთესო გავა.