NBA-ს ვარსკვლავი სტეფ კარი ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერას აპირებს

NBA-ს ვარსკვლავი სტეფ კარი ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერას აპირებს

NBA-ს ვარსკვლავი სტეფ კარი ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერას აპირებს.

„გოლდენ სტეიტის“ კალათბურთელის განცხადებით, თითქმის ყველა წიგნი აქვს წაკითხული, რომელიც მასზეა დაწერილი, თუმცა ყველაზე მეტად მარკუს ტომპსონის „გოლდენი“ მოსწონს, რადგან ეს ადამიანი მის ცხოვრებასა და კარიერას ყველაზე კარგად იცნობს.

კარი კალათბურთის თამაშისთვის თავის დანებების შემდეგ, წიგნის დასაწერად აპირებს რომელიმე მწერლის დაქირავებას და სავარაუდოდ, ის არჩევანს სწორედ ტომპსონზე შეაჩერებს. შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი 32 წლის მოთამაშემ ტრავმის გამო პრაქტიკულად გამოტოვა, მისი „უორიორსი“ კი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფში ვერ გავიდა.