საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის 1-ელ ნოემბერს გასამართი შეხვედრა გადაიდო

საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის 1-ელ ნოემბერს გასამართი შეხვედრა გადაიდო

ევროპაში COVID19-ის პანდემიის განახლებისა და არსებული შეზღუდვების შემდეგ, რაგბი ევროპამ გადაწყვიტა 2020 წლის ბოლომდე დაგეგმილი ყველა თამაში დროებით გაეუქმებინა. შესაბამისად საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებ გუნდებს შორის 1-ელ ნოემბერს გასამართი შეხვედრა გადაიდო.

ამ ეტაპზე უცნობია თუ როდის გაიმართება საქართველო– რუსეთის შეხვედრა და რაგბის ევროპის ჩემპიონატის დანარჩენი თამაშები.