ესპანელი DJ ხოსე პადილია გარდაიცვალა

ესპანელი DJ ხოსე პადილია გარდაიცვალა

ცნობილი ესპანელი DJ ხოსე პადილია 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. ამის შესახებ Mirror-ი წერს.

ბოლო დღეები მუსიკოსმა მის საყვარელ კუნძულ იბიცაზე გაატარა. ხოსე პადილია 1955 წელს ბარსელონაში დაიბადა. 20 წლის ასაკში ის იბიცაზე გაემგზავრა, 1991 წელს კი ლეგენდარული Cafe del Mar-ის DJ გახდა.

1995 წელს DJ ხოსე პადილიამ ელექტრონული კომპოზიციების კრებული შექმნა, რითაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა. 2001 წელს გამოცემული მეორე ალბომი "გრემის" ჯილდოს მფლობელი გახდა. სულ ხოსე პადილიას სულ 25-მდე ალბომი აქვს გამოცემული.