აგუერო ხელის გადახვევისთვის სასჯელს გადაურჩა

აგუერო ხელის გადახვევისთვის სასჯელს გადაურჩა

„მანჩესტერ სიტისა“ და „არსენალის“ მატჩში 42-ე წუთზე გვერდითმა მსაჯმა სიან მასეი-ელისმა სტუმართა სასარგებლოდ აუტი დანიშნა. ამ გადაწყვეტილებას სერხიო აგუერო არ დაეთანხმა, რომელიც მივიდა მანდილოსან მსაჯთან და ხელი გადახვია.

ფეხბურთელებს მსაჯებთან ხელით შეხება აკრძალული აქვთ, არგენტინელის ჟესტმა კი გულშემატკივრებში უარყოფითი რეაქციაც გამოიწვია.

ბრიტანული მედიის ცნობით, რეგლამენტის დარღვევის მიუხედავად, აგუეროს ამ საქციელის გამო არ დასჯიან და აპატიებენ. ისე, საინტერესოა, გვერდითი მსაჯი მამაკაცი რომ ყიფილიყო, იმავე სიტუაციაში კუნი როგორ მოიქცეოდა...