ლებრონ ჯეიმსი მომავალ სეზონში „ლეიკერსში“ 23-ის ნაცვლად 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომლითაც ის „მაიამიში“ ასპარეზობის დროს გამოდიოდა.
ჯეიმსმა 23 ნომერი თავის თანაგუნდელსა და მეგობარს ენტონი დევისს დაუთმო. ათლეტი ამის გაკეთებას გასული სეზონის დაწყების წინაც აპირებდა, თუმცა „ნაიკის“ თხოვნით ერთი წლით გადადო. საქმე იმაში გახლავთ, რომ სპორტული ამუნიციის მწარმოებელ კომპანიას უკვე წარმოებაში ჰქონდა ჩაშვებული „ლეიკერსის“ 23-ნომრიანი მაისურები, რომელსაც ჯეიმსის გვარი ეწერა და ამის გამო დევისს ერთი სეზონით 3 ნომრით თამაში მოუწია, რომლითაც აკადემიაში თამაშის დროს გამოდიოდა.