საუდის არაბეთში ქალმა ყავის მარცვლებისგან ყველაზე დიდი ნახატი შექმნა და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. ამის შესახებ France 24-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ოჰუდ აბდულა ალმალკიმ ვადაგასული ყავის მარცვლებით საუდის არაბეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების დამფუძნებლების - მეფე აბდულ აზიზ ბინ საუდისა და შეიხ ზაიედ ბინ სულთან ალ-ნაჰიიანის პორტრეტები ააწყო. ამისთვის მას 45 დღე და 4,5 კილოგრამი ყავა დასჭირდა. ტილოს ფართობი 220 კვადრატული მეტრია.
როგორც ხელოვანმა აღნიშნა, მისი მიზანი ორ სახელმწიფოს შორის საუკუნოვანი კავშირის ხაზგასმა იყო.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა საუდის არაბეთის მცხოვრები ქალი გინესის რეკორდების წიგნში დამოუკიდებლად მოხვდა. 2015 წელს ამას 8 264-მა ქალმა მიაღწია, რომლებმაც ძუძუს კიბოსადმი ცნობიერების ამაღლების მიზნით რიადში ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.