აშშ-ში, ოჰაიოს შტატში კაცს ძეგლი უსახლკარო ადამიანში შეეშალა და პოლიცია გამოიძახა. გამოცემა TMZ-ის ცნობით, სახალისო შემთხვევა ქალაქ კლივლენდის მახლობლად, წმ. ბარნაბას ეკლესიასთან მდებარე პარკში მოხდა.
სკამზე მწოლიარე ადამიანის ძეგლი პარკში რამდენიმე დღის წინ გაჩნდა, და ძეგლის გახსნიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ეკლესიის წინამძღოლს, ალექს მარტინს პოლიციიდან დაუკავშირდნენ.
„პოლიციელმა მითხრა, რომ უბრალო გამვლელმა განყოფილებაში დარეკა და თქვა, რომ პარკში ერთ-ერთ სკამზე უსახლკაროს სძინავს“, - ამბობს ალექს მარტინი.