ჯგუფმა The Flaming Lips პანდემიის პანდემიის პირობებში კონცერტის ჩატარების უჩვეულო მეთოდი გამოიყენა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ოკლაჰომაში გამართულ შოუზე როკ-ჯგუფის ყველა მონაწილე და თითოეული მაყურებელი ინდივიდუალურ პლასტიკურ სფეროში იყო მოთავსებული. ასე ორგანიზატორებმა შოუზე კორონავირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდე დაიყვანეს. კონცერტს რამდენიმე ასეული ადამიანი დაესწრო.
„მომეწონა რაც გამოვიდა, იმიტომ რომ შეგიძლია რამდენიც გინდა იყვირო, ემოციური იყო და შენს გვერდით მდგომს ვერაფერს გადასდებს, რაც არ უნდა ემოციური იყო. ბარიერი მაინც არსებობს. მაყურებელი დაცულია, შენც დაცულია ხარ. ამიტომაც, შეგრძნება გვაქვს, რომ წარმატებას მივაღწიეთ“, - განაცხადა ჯგუფის წევრმა უეინ კოინმა.