კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ რონალდ კუმანი მას უმეტესად მარჯვენა ფლანგზე ათამაშებს. ფრანგ შემტევს ნიდერლანდელმა მთავარმა მწვრთნელმა უპასუხა და აღიშნა, რომ ბრძანებებს მწვრთნელები იძლევიან.
„ყველას აქვს უფლება თქვას ის, რაც სურს. გუშინ ანტუანს ვესაუბრე, მაგრამ არა იმაზე, რაც მან თქვა. ვუთხარი მას, რომ გუნდისთვის საუკეთესო მინდა და ვიცი, რომ გრიზმანს შეუძლია მარჯვნივ ან სხვა პოზიციებზე თამაში. ის ყველაფერს აკეთებს, რისი გაკეთებაც შეუძლია. ბევრს შრომობს და შესანიშნავი დისციპლინა აქვს.
რაც შეეხება მის პოზიციას, მახსოვს, როდესაც ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელი ვიყავი, საფრანგეთს ვეთამაშობდით და მან მარჯვენა ფლანგზე ითამაშა. ბრძანებებს მწვრთნელი გასცემს, ანტუანთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, უბრალოდ საუკეთესოს ვეძებ გუნდისთვის. ჩემი საქმეა, რომ თითოეული მოთამაშისგან საუკეთესო შედეგი მივიღო, მაგრამ მხოლოდ 11 ფეხბურთელის არჩევა შემიძლია. გრიზმანს შეუძლია იმ პოზიციაზე თამაში, სადაც მე ვამბობ. მესმის, რომ შესაძლოა, არის პოზიციები, სადაც მას ურჩევნია თამაში, მაგრამ ორი 10 ნომრით ვერ ვითამაშებთ“, - განაცხადა კუმანმა.