რონალდუ და იტალიის სპორტის მინისტრი ერთმანეთს ტყუილში ადანაშაულებენ

რონალდუ და იტალიის სპორტის მინისტრი ერთმანეთს ტყუილში ადანაშაულებენ

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი და იტალიის სპორტის მინისტრი ვინჩენცო სპადაფორა ერთმანეთს ტყუილში ადანაშაულებენ. სპადაფორამ რონალდუს კორონავირუსის პროტოკოლის დარღვევაში საჯაროდ დასდო ბრალი, რაზეც პორტუგალიელმა ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში საუბრისას უპასუხა.

„კარგად ვარ, ვირუსი უსიმპტომოდ მაქვს. წუხელ კარგად მეძინა. მადლობას გიხდით მესიჯებისთვის. იმედია, მალე ვარჯიშს დავუბრუნდები. ტყულია, მე პროტოკოლი არ დამირღვევია. „იუვენტუსთან“ და პორტუგალიის ნაკრებთან შეთანხმებით გავაკეთეთ ყველაფერი პროცედურების დაცვით. იტალიელი კაცი, რომელსაც არ დავასახელებ, ამბობს, რომ წესებს არ ვიცავდი, მაგრამ ეს სიმართლე არაა. კონტაქტი არავისთან მქონია, არც ტურინში. ჩემი ოჯახი სახლის სხვა სართულზე ცხოვრობს და შესაბამისად, ერთმანეთთან კონტაქტი არ გვაქვს“, - თქვა რონალდუმ.

პორტუგალიელი ფეხბურთელის ამ განცხადებას იტალიის სპორტის მინისტრმა უმალვე უპასუხა და რონალდუ ტყუილში დაადანაშაულა.

„ზოგიერთ ფეხბურთელს პოპულარობა არ აძლევს უფლებას, რომ ამპარტავნები, ინტიტუტების მიმართ უპატივცემულოები იყვნენ და მოიტყუონ. პირიქით, რაც მეტია ცნობადობა, უფრო მეტია პასუხისმგებლობა, რომ დაფიქრდნენ თავიანთ სიტყვაზე და კარგი მაგალითი აჩვენონ. არ მინდა ეს თემა გავაგრძელო, ვადასტურებ, რაც აქამდე ვთქვი: „იუვენტუსის“ რამდენიმე ფეხბურთელმა სასტუმროს დატოვებით პროტოკოლი დაარღვია. ამის შესახებ მეტს აღარაფერს ვიტყვი და ყველა ინფიცირებულს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - თქვა სპადაფორამ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი აქვს და ტურინში, საკუთარ სახლში კარანტინში იმყოფება. 35 წლის თავდამსხმელი განკრუნებამდე „ბებერ ქალბატონს“ ვერ დაეხმარება.