თორნიკე ოქრიაშვილის ტრავმა საგანგაშო არ გამოდგა. goal philenews-ის ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ მცირე დაზიანების შემდეგ ის კარგადაა.
„ანორთოსისის“ მედიკოსებმა ოქრიაშვილს „ნეა სალამინასთან“ მატჩში თამაშის უფლება დართეს და რა თქმა უნდა, ახლა თემურ ქეცბაიას გადასაწყვეტია ითამაშებს თუ არა ოქრიაშვილი მოახლოებულ მატჩში.
ოქრიაშვილმა ტრავმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიიღო და ამის გამო ჩრდილოეთ მაკედონიასთან ბოლო დაპირისპირება გამოტოვა. ოქრიმ ეროვნულ გგუნდში მანამდე ბელარუსს და სომხეთს გოლები გაუტანა.
კვიპროსის ჩემპიონატს რაც შეეხება, მიმდინარე სეზონში 28 წლის შემტევმა 5-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარში 4 გოლის გატანა მოახერხა. "ანორთოსისი" "ნეა სალამინას" 17 ოქტომბერს დაუპირისპირდება.