დიდმა ბარიერულმა რიფმა მარჯნების ნახევარი დაკარგა

დიდმა ბარიერულმა რიფმა მარჯნების ნახევარი დაკარგა

1995 წლიდან ავსტრალიის დიდმა ბარიერულმა რიფმა მარჯნების ნახევარი დაკარგა. ამის შესახებ BBC ახალ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული წყლის ტემპერატურის მატებაა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პროცესი 2016 და 2017 წელს მომხდარმა მარჯნების მასობრივმა გაუფერულებამ დააჩქარა. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მსოფლიოს უდიდესი მარჯნების სისტემის გადასარჩენად სამყარომ სათბურის გაზების გამოყოფა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს.

კვლევა, რომელიც ჟურნალში Proceedings of the Royal Society B დაიბეჭდა ავსტრალიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ რიფის მარჯნების კოლონიები 1995-დან 2017 წლამდე შეისწავლეს.

მარჯნების აღდგენა შესაძლებელია, თუმცა ამას მათთვის ჩვეული პირობების დაბრუნება და ათწლეულები სჭირდება.