ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. მათ შორის, კრიშტიანუ რონალდუზე, რომელსაც პროტოკოლის დარღვევაში ადანაშაულებენ და „ნაპოლისთან“ არშემდგარ თამაში, რომელშიც ტურინულ გრანდს მოგება ჩაეთვალა.
„მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთელი მსოფლიო ელოდება ჩვენს წარუმატებლობას. ყველა ელოდება ანდრეა პირლოსა და „იუვენტუსის“ მარცხს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ისინი იმედგაცრუებულები დარჩებიან. ვხედავ როგორ მუშაობს ანდრეა პირლო და მისი სამწვრთნელო შტაბი, ამიტომ, წარმატებაში დარწმუნებული ვარ.
„ნაპოლისთან“ ტექნიკური მოგება? ეს საკითხი საერთოდ არ გვეხება. ეს არისნ „ნაპოლის“, შეჯიბრებისა და სამართლიანი სპორტული თამაშის ორგანიზატორების საქმე. ჩვენ ამ გადაწყვეტილებაზე რაიმე ზეგავლენა არ მოგვიხდენია.
მე ვერ ხედავ დანაშაულს იმაში, რომ კრიშტიანუ რონალდუ და სხვები თავიანთ ეროვნულ ნაკრებებში წავიდნენ. ეს პატივია ნებისმიერი ფეხბურთელისთვის და ამიტომ არანაირი აკრძალვა არ ყოფილა. რონალდუს არ დაურღვევია პროტოკოლი იმით, რომ ნაკრებში წავიდა. ამიტომ, აზრი არ აქვს, ვინმემ ის ამაში დაადანაშაულოს.
გუნდი კარანტინში? ჩვენი ყველა მოთამაშე თავისუფალი მოქალაქეა, მათ ჰქონდათ არჩევანის უფლება: სასტუმროში, სახლში ან სხვაგან. მთავარი უსაფრთხოების ზომების დაცვაა“, - თქვა ანიელიმ.
შეგახსენებთ, "იუვენტუსს" სერია A-ში სამი ტურის თავზე 7 ქულა აქვს, ხოლო უახლოეს შეხვედრას 17 ოქტომბერს, სტუმრად "კროტონესთან" გამართავს.