გია ჟორჟოლიანი: ,,ქუთაისში რესტორნების 10 საათზე დახურვა რეგულაციების გამკაცრება არ არის. თუ ხელისუფლება მკაცრ შეზღუდვებს არ დააწესებს, სიტუაცია უმართავი გახდება“

გია ჟორჟოლიანი: ,,ქუთაისში რესტორნების 10 საათზე დახურვა რეგულაციების გამკაცრება არ არის. თუ ხელისუფლება მკაცრ შეზღუდვებს არ დააწესებს, სიტუაცია უმართავი გახდება“

15 ოქტომბერს,  კოვიდ ინფიცირებულთა საგანგაშო სტატისტიკასთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენცია გამართა პარტიის ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა:

- საქართველოში კოვიდ ინფიცირების პიკი, მხოლოდ დღეს, ქვეყნის მასშტაბით,  919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი ევროპული ქვეყნების მარტ-აპრილის მაჩვენებელს უტოლდება. გვახსოვს, მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ მკაცრი შეზღუდვები დააწესა. მაშინ მოხერხდა ეპიდსიტუაციის მართვა, შემთხვევათა დღიური მაჩვენებელი მხოლოდ 30-35 ინფიცირებულით შემოიფარგლებოდა. მიგვაჩნია, რომ დღეს სახელმწიფომ კვლავ მკაცრი შეზღუდვები უნდა დააწესოს მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქართულეკონომიკაზე მკაცრი შეზღუდვები ნეგატიურად იმოქმედებს, იმ ადამიანებს შევახსენებ, რომ არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება ქვეყნის ეკონომიკა, თუ ადამიანების დიდი რაოდენობა დაინფიცირდება და ვერ შეასრულებს საკუთარ მოვალეობას. მკაფიო და მკაცრი შეზღუდვების შემოღება აუცილებელია,-განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

,,სოციალ-დემოკრატების“ ლიდერს მიაჩნია, რომ კოვიდ ინფექციის გავრცელება განსაკუთრებით ნეგატიურად იმოქმედებს იმ პარტიებზე, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი ტელევიზიები, ერიდებიან ამომრჩეველთან კარდაკარ სიარულს და ვერ ატარებენ აქტიურ საარჩევნო კამპანიას გართულებული ეპიდსიტუაციის გამო.

-იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება განაახლებს სასწავლო პროცესს უმაღლეს და პროფტექნიკურ სასწავლებლებში, არ შეწყვეტს სწავლას სკოლებში და არ გადაიყვანს სასწავლო პროცესს ონლაინ რეჟიმზე, მივიღებთ ინფიცირებულთა შემთხვევების კატასტროფულად მზარდ ოდენობას. რაც შეეხდება საარჩევნო პროცესს, მთელი რიგი პარტიები ამომრჩეველს ხვდება ღია სივრცეში, სადაც ადამიანებს შორის მანძილი 15 სანტიმეტრიც კი არ არის. მეჩვენება, რომ ხელისუფლება ჯერ ვერ იაზრებს, რა საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოჩდეს ქვეყანაც და ზოგადად ამომრჩეველიც. თუ მარტსა და აპრილში მთავრობის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა დადებითი დინამიკა გამოიწვია და ადამიანების ნდობა ხელისუფლებისადმი გაზარდა, კოვიდ ინფიცირებულთა მაჩვენებლის მატებასთან ერთად, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები მაქსიმალურად შერბილებულია, მოსახლეობაშიც სკეპტიციზმსა და უნდობლობას გამოიწვევს. ქუთაისში რესტორნების 10 საათზე დახურვა არ ნიშნავს რეგულაციების გამკაცრებას, შესაძლოა, უახლოეს დღეებში, სიტუაცია უმართავი გახდეს -განაცხადა სპეციალურ პრესკონფერენციაზე გია ჟორჟოლიანმა.