„ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრები, დეპუტატობის კანდიდატები - ნიკოლოზ სამხარაძე, მაია ბითაძე, გიორგი ამილახვარი და შალვა პაპუაშვილი სამოქალაქო პლატფორმის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ ფორმატში წარიმართა, მმართველი გუნდის სამომავლო გეგმებსა და პროგრამაზე იმსჯელეს. ყურადღება ევროინტეგრაციის, მართლმსაჯულების სისტემის, გარემოს დაცვისა და განათლების მიმართულებებზე გამახვილდა.
„სამოქალაქო პლატფორმის წარმომადგენლებთან იმ მნიშვნელოვან მიმართულებებზე ვიმსჯელეთ, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ პრიორიტეტული საკითხებია, მათ შორის, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, სასამართლო ხელისუფლება, გარემოს დაცვა და განათლება. ეს ის მიმართულებებია, რომლებზეც მმართველი გუნდი აქტიურ მუშაობას გააგრძელებს და ძალისხმევას გააქტიურებს“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ სამხარაძემ.