ტურინის „იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრების მთავარვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, თავის ინსტაგრამში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გვაჩვენა, თუ როგორ ქომაგობდა მშობლიურ ეროვნულ გუნდს შვედებთან ერთა ლიგის მატჩში (2:0).
„ისეთი განცდა მაქვს, თითქოს იქ ვარ. მიდით ბიჭებო. წინ პორტუგალია!“ - მიაწერა კრიშტიანუმ ფოტოს, რომელზედაც ვეებერთელა ტელევიზორის ფონზეა გადაღებული.
შეგახსენებთ, რომ წინა დღეებში რონალდუს კორონავირუსი შეეყარა და შინ მკურნალობს. ამბობს, რომ დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და თავს კარგად გრძნობს.