ლონდონის „არსენალის“ მცველმა,ზეად კოლაშინაცმა, შესაძლოა, კარიერა იტალიურ სერია A-ში გააგრძელოს.
Corriere dello Sport-ის ცნობით, 27 წლის ბოსნიელი მცველის მომსახურება „რომას“ შესთავაზეს. „მგლებს“ მარცხენა ფრთაზე პრობლემები მოუგროვდათ და ასეთი კვალიფიკაციის მოთამაშე მათთვის მისწრება იქნებოდა.
ალეკსანდრ კოლაროვის „ინტერში“ წასვლის შემდეგ, დედაქალაქელებს ამ ფრთაზე ლეონარდო სპინაცოლა დარჩათ, რომელსაც კონკურენტი 18 წლის რიკარდო კალაფიორი ჰყავს. ჩანს, ეს მათთვის საკმარისი არ არის.