მარინა ენდელაძე: ახლა უკვე ქუჩაშიც პირბადით უნდა ვიაროთ

მარინა ენდელაძე: ახლა უკვე ქუჩაშიც პირბადით უნდა ვიაროთ

ახლა უკვე ქუჩაშიც პირბადით უნდა ვიაროთ, რადგან შეიძლება კონტაქტი მოგვიწიოს, აქედან გამომდინარე აუცილებელია რეგულაციების დაცვა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსი ქვეყანაში გავრცელდა და ის ეტაპი აღარ არის, რომ პირბადე მხოლოდ სოციუმებში ვატაროთ.

“ქვეყანაში კორონავირუსი გავრცელდა და აღარ არის ის ეტაპი, რომ მხოლოდ სოციუმებში იყო პირბადის ტარება სავალდებულო, ახლა უკვე ქუჩაშიც პირბადით უნდა ვიაროთ, რადგან შეიძლება კონტაქტი მოგვიწიოს, აქედან გამომდინარე აუცილებელია რეგულაციების დაცვა“, - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 208 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 367 ადამიანი, გარდაიცვალა 113 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.