საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან, 366 თბილისში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან, 366 თბილისში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან 366 თბილისში დაფიქსირდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განუცხადა.

რაც შეეხება აჭარას, მარინა ენდელაძის თქმით, იქ 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გუშინ - 189 იყო. იმერეთში - 104 (გუშინ 150 იყო); სამეგრელო ზემო-სვანეთი - 57 (გუშინ 3 იყო); ქვემო ქართლში - 44; შიდა ქართლში - 21; კახეთსა და გურიაში - 13. მცხეთა მთიანეთი - 11; სამცხე ჯავახეთი - 3, რაც შეეხება რაჭა ლეჩხუმს, იქ ერთი შემთხვევა დადასტურდა.

მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა დაახლოებით 53%-ს შეადგენს. რაც შეეხება აქტიურ შემთხვევას, ეს არის - 7073, პაციენტები მოთავსებულნი არიან სტაციონარებში, სასტუმროებში, ხოლო მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები ბინაზე მკურნალობენ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა. 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გამოჯანმრთელდა 208 ადამიანი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა