პროკურორი: ბრალდებულთა ქმედებების შედეგად ჩვენ საბოლოო ჯამში მივიღეთ მოცემულობა, რომ დავით-გარეჯის ნაწილი დღეს აღარ წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიას

პროკურორი: ბრალდებულთა ქმედებების შედეგად ჩვენ საბოლოო ჯამში მივიღეთ მოცემულობა, რომ დავით-გარეჯის ნაწილი დღეს აღარ წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიას

ძალიან მარტივი კითხვა არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებით და ამ მარტივ კითხვაზე პასუხი მარტივად მოჰფენს ნათელს სისხლის სამართლებრივ მოცემულობასაც: იყო და არის თუ არა დავით-გარეჯის ტერიტორია საქართველოს ტერიტორია. ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს და რომელიც ძალიან მარტივია: ისტორიულად დავით-გარეჯი იყო და არის საქართველოს ტერიტორია, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, 1938 წელს არსებულოი შეთანხმება, რომელიც დღეს არის საწყისი წერტილი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის განსაზღვრის, გულისხმობს, რომ დავით-გარეჯი საქართველოს ტერიტორიაა.

„ბრალდებულთა ქმედებების შედეგად ჩვენ საბოლოო ჯამში მივიღეთ მოცემულობა, რომ დავით-გარეჯის ტერიტორიის ნაწილი დღეს აღარ წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიას კომისიის ფარგლებში შეთანხმებული რუკების გათვალისწინებით“- აღნიშნა პროკურორმა.

მისივე თქმით, საქართველოს მხარესა და კომისიას კარტოგრაფიული მონაცემების გათვალსწინებით, ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გაცილებით მყარი პოზიცია ჰქონოდა.

„ვგულისხმობ იმ რუკას, რომელსაც ბრალდებულები წლების განმავლობაში მალავდნენ და ერთ-ერთი მათგანის სამუშაო კაბინეტიდან გამოძიებამ დედანი რუკა ამოიღო. ე.წ. ერთი 200 000-იანი რუკა, რომელიც ასახავს 1938 წლის მდგომარეობას და რომლითაც დასტურდება, რომ დავით-გარეჯის ბევრი ტერიტორია ეკუთვნის საქართველოს. ეს რუკა მიზანმიმართულად იმალებოდა ბრალდებულების მიერ“- განაცხადა ამირან გულუაშვილმა.