ილჰამ ალიევი: თუ ომი გაგრძელდება, სომხეთის არმიას მთლიანად გავანადგურებთ 

ილჰამ ალიევი: თუ ომი გაგრძელდება, სომხეთის არმიას მთლიანად გავანადგურებთ 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ თუ ომი გაგრძელდება, აზერბაიჯანი სომხეთის არმიას მთლიანად გაანადგურებს.

„თუ ომი გაგრძელდება, სომხეთის არმიას მთლიანად გავანადგურებთ! ამიტომაც, რაც უფრო ადრე შეწყვეტენ ომს, მით უფრო მეტი სამხედრპო ტექნიკის შენარჩუნებას შეძლებენ. რუსეთს სომხეთში სამხედრო ბაზა აქვს, იქ 5 ათასი სამხედრო იმყოფება. აქვს თუ არა თურქეთს აზერბაიჯანში სამხედრო ბაზა? არა. სომხეთის საზღვარს ირანთან და თურქეთთან რუსი მესაზღვრეები იცავენ. არიან აზერბაიჯანის საზღვარზე თურქი მესაზღვრეები? არა. ამიტომ ნურავინ დაგვადანაშაულებს“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.