„ოკლაჰომას“ კალათბურთელს, ტერენს ფერგიუსონს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ქალბატონი, რომლის ვინაობაც საზოგადოებისთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ირწმუნება, რომ 2018 წლის სექტემბერში ფერგიუსონმა და მისმა ძმამ მასზე იძალადეს და ახლა ის ცნობილი კალათბურთელისგან 500 ათასი დოლარის გადახდას ითხოვს.
„ოკლაჰომას" კალათბურთელს მოუწევს, უახლოეს მომავალში სასამართლოს წინაშე წარდგეს, კლუბის ხელმძღვანელები კი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კომენტარს საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გააკეთებენ.