იტალიური „რომას“ ნახევარმცველ ამადუ დიავარას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა გაავრცელა და თქვა, რომ თავს კარგად გრძნობს.
„რომას“ მთავარ გუნდში დიავარა პირველი ინფიცირებულია. მანამდე ვირუსი ანტონიო მირანტეს ჰქონდა, რომელიც გამოჯანმრთელდა.
რომაელთა 18-წლამდე გუნდში კი კორონავირუსის ორი შემთხვევაა დაფიქსირებული.