„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველს, კევინ დე ბრუინს, ბელგიის ნაკრების შეკრების დატოვება მოუხდა - გვამცნობს „ეშმაკების“ ოფიციალური ტვიტერი.
ფეხბურთელს ინგლისში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოუწია. ასე რომ, დე ბრუინი ისლანდიასთან უეფას ერთა ლიგის მატჩს გამოტოვებს.
ბელგიისა და ისლანდიის ნაკრებთა შეხვედრა 14 ოქტომბერს გაიმართება რეიკიავიკში, „ლაუგარდალსველორის“ სტადიონზე.